საზოგადოება
ვლადიმერ ზელენსკი: მამუკა ბახტაძე ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ ტელეფონის ნომრები გავცვალეთ

 საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. მამუკა ბახტაძე ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ ტელეფონის ნომრები გავცვალეთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმ ზელენსკიმ ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე, საქართველოზე და უკრაინაზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს, ზელენსკიმ უპასუხა: რატომაც არა. საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა. ერთხელ ნამყოფი ვარ საქართველოში.

ამასთან, ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა იულია მენდელმაც.

ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმავე სასტუმროში გაჩერდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტის პერიოდში იცხოვრებს. როგორც მოგეხსენებათ, ოფიციალური ვიზიტების დროს სახელმწიფო ლიდერებს ძალიან მჭიდრო განრიგი აქვთ. შესაბამისად, ძალიან რთულია ამ განრიგში რამე ახალი შეხვედრის ჩასმა. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს რომ სცოდნოდათ მსგავსი შესაძლებლობის შესახებ, ისინი შეხვედრას წინასწარ დაგეგმავდნენ“, – აღნიშნა იულია მენდელმა.