საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ „ყირიმის დაბრუნების სტრატეგია“ მოამზადა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, იულია მენდელმა ბრიფინგზე განაცხადა.
მენდელის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი სტრატეგიას ევროკავშირისა და ნატო-ს მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას განიხილავს.
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკის ადმინისტრაცია ყირიმთან დაკავშირებით მუდმივ კონსულტაციებს აწარმოებს და სურს, რომ გამჭვირვალედ იმოქმედოს.
უკრაინის პრეზიდენტი 4 ივნისს პირველი საგარეო ვიზიტით ბრიუსელს ესტუმრა.
„ევროპის ლიდერებთან ჩემი მოლაპარაკებები დღეს იწყება კითხვით, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივი ზეწოლა მოვახდინოთ აგრესორზე, როგორ ვაიძულებთ მას მშვიდობას“, – დაწერა „ფეისბუქში“ ვლადიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განაცხადებით, ახალი მთავრობა ქვეყნის ტერიტორიებით და სუვერენიტეტით არ ივაჭრებს.
1tv.ge