საზოგადოება
ზურაბ წერეთელი რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს

zurab_wereteliმხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს. პორტალი „ნიუსლენდის“ ინფორმაციით, აკადემიის საერთო კრების წევრებმა წერეთელი ამ თანამდებობაზე ერთხმად დატოვეს.

აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია: „ზურაბ წერეთლის მუდმივი ზრუნვის საგანი სამამულო სამხატვრო სკოლის შენარჩუნება და განვითარებაა. აკადემია მიისწრაფვის, აღადგინოს უძველესი სამხატვრო სკოლები მოსკოვსა და პეტერბურგში, აღადგენს ძველს და ქმნის ახალ ტექნოლოგიებს“.

სამხატვრო აკადემიას ზურაბ წერეთელი 1997 წლიდან ხელმძღვანელობს.

2003 წელს კი რუსეთის ფედერაციის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წერეთელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიანიჭა.