აქტუალური
საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“, 2019 წლის მაისის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში სულ 23 განაცხადია შესული, საიდანაც 15 ფილმზე გადაღებები დასრულდა 8 ფილმზე კი ამჟამად მიმდინარეობს.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 58,2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას დროს კი 7 950-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.
„საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, ყოველდღიურად უფრო აქტუალური და დატვირთული ხდება. კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 23 უცხოური პროექტი განხორციელდა“, – აცხადებენ სააგენტოში.