აქტუალური
ჩემი ცალკეული განცხადებები ინტერვიუს კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი - ავსტრიის ელჩი

 საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. ჩემი ცალკეული განცხადებები ინტერვიუს კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, - ამის შესახებ ავსტრიის ელჩის არად ბენკოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ავსტრიის დიპლომატიური წარმომადგენლობის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

ავსტრიელი დიპლომატი წერს: „30 მაისსტვ პირველმასაქართველოში ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით რამდენიმე ელჩთან საათნახევრიანი ინტერვიუ ჩაწერა. პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცალკეული განცხადებები, რომლებიც მე მეკუთვნის, საქართველოს აკრიტიკებდა.

ფაქტობრივად, ისინი ინტერვიუს კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, ინტერვიუსი, რომელმაც ხაზი გაუსვა ფართო შესაძლებლობებს და განიხილა გამოწვევები ინვესტიციებთან დაკავშირებით, მათ შორის ენერგო და ტურიზმის სექტორში, სფეროებში, რომლებშიც ავსტრია ძალიან აქტიურია საქართველოში“, - ნათქვამია განცხადებაში.

მისი თქმით, ინტერვიუში ნათლად აღნიშნა, რომ საქართველოში კორუფცია არის დაბალი და კანონის უზენაესობა - გარანტირებული. ავსტრიელი დიპლომატის განცხადებით, საქართველო მიმზიდველია ინვესტორებისთვის.