საზოგადოება
კანდიდატი სკოლის დირექტორად 6 წლის ვადით აირჩევა ან დაინიშნება

ganatl-samin„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში მეორე მოსმენით განიხილეს, საჯარო სკოლის დირექტორის დანიშვნის პროცესს დაარეგულირებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძის განცხადებით, კანდიდატი დირექტორად აირჩევა ან დაინიშნება 6 წლის ვადით და ერთ სკოლაში პირის დირექტორად არჩევა ან დანიშვნა მხოლოდ ორჯერ იქნება შესაძლებელი. კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველ აბიტურიენტს შესაძლებლობა ეძლევა, გამოცდების ეროვნულ ცენტრს ელექტრონული ფორმით – სპეციალური პროგრამის გამოყენებით მიმართოს. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.