პოლიტიკა
ნატოს ახალ სტრატეგიაში საქართველოზეც არის ლაპარაკი

 საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ნატოს ახალ სტრატეგიაში საქართველოზეც არის ლაპარაკი. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავისი ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად მოხდა. ამის მიზეზია ახალი გამოწვევები და რუსეთისგან მომდინარე ბირთვული საფრთხე. როგორც ნატოში მიიჩნევენ, ყირიმში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსეთის შეკავება განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. ამის თაობაზე ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

ალიანსის ახალი სტრატეეგია ოთხ ძირითად პუნქტს მოიცავს: 1) მოსკოვზე ზემოქმედების გაზრდა სანქციებისა და ბაზების მეშვეობთ; 2) პოზიციების განმტკიცება შავ ზღვაში - „ის არ ეკუთვნის ერთ ქვეყანას“; 3) დახმარების პაკეტები მოკავშირე სახელმწიფოებისთვის; 4) კიბერსაფრთხესთან დაპირისპირება. ამ სტრატეგიის პირველ და მესამე პუნქტებში ლაპარაკია საქართველოზე. კერძოდ, საქართველოსთვის მრავალმხრივი (მათ შორის სამხედრო) დახმარების აღმოჩენასა და ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე.