სამართალი
როგორც ვიცი, გიორგი სამუშიას მისჯილი აქვს საექსტრადიციო პატიმრობა და დაველოდოთ უკრაინული სასამართლოს გადაწყვეტილებას - შს მინისტრი

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. როგორც ვიცი, გიორგი სამუშიას აქვს საექსტრადიციო პატიმრობა მისჯილი და დაველოდოთ უკრაინული სასამართლოს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, გიორგი სამუშია ბრალდებულია მძიმე მუხლით.

მე როგორც ვიცი, სამუშია ბრალდებულია წამებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით. ჩემთვის დღეს გაურკვეველია, როგორ მოხვდა ის ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თუმცა ვიცი, რომ ცხრათვიანი ვადა გაუვიდა, შემდგომ გათავისუფლდა და ამაში ჩვენ გავერკვევით. ის, რაც მოხდა უკრაინაში, არის სამართლებრივი პროცედურები, რომელიც ინტერპოლის მოთხოვნით განახორციელეს ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა. შემდგომი პროცედურები ასევე იქნება სამართლებრივი. როგორც ვიცი, მას აქვს საექსტრადიციო პატიმრობა მისჯილი და დაველოდოთ უკრაინული სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში გიორგი სამუშია დააკავეს. ამასთან, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ პროკურატურა უკრაინას გიორგი სამუშიას საქართველოში ექსტრადიციაზე მიმართავს.