პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“: ქართველ ხალხთან ერთად ბიძინა ივანიშვილმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი და დღემდე ფოკუსი ვერ გამოცვალეთ

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. 2012 წელს, ქართველ ხალხთან ერთად, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი და დღემდე მიზანი და ფოკუსი ვერ გამოცვალეთ, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, „თიბისი ბანკის“ საქმეს პასუხი გამჭვირვალედ გაეცემა, ისე, როგორც შეესაბამება ობიექტურ მართლმსაჯულებას.

თავი დაანებეთ თქვენს პოლიტიკურ ნარატივშითიბისი ბანკზეამ კუთხით საკითხის დაყენებას. აქ ითქვა სიტყვა ორკესტრირებულ შეტევაზე. რამდენჯერაც მქონდა სურვილი, ვისაუბრო დღევანდელ პრობლემაზე და მომავალში რა არის გასაკეთებელი, იმდენჯერ გაქვთ მცდელობა, ყველაფერი წაიყვანოთ წარსულში, რადგან ქვეყანა გინდათ წაიყვანოთ წარსულში. ორკესტრირებული შეტევა იყო 2012 წელსქართუ ბანკზე“, როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი. მე მესმის, რომ ყველანაირად ცდილობთ, ყველა საქმე, რაც საქართველოშია, რაც საქართველოს გარეთაა, გლობალურად არის, დაუკავშიროთ ბიძინა ივანიშვილს. წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ, მარტივია ეს ყველაფერი. 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად ამ ადამიანმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი და დღემდე მიზანი და ფოკუსი ვერ გამოცვალეთ. ამაშია პრობლემა. რაც შეეხება ამ საქმეს, გაეცემა პასუხი გამჭვირვალედ, ისე, როგორც შეესაბამება ობიექტურ მართლმსაჯულებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.