აქტუალური
მამუკა ბახტაძე - ოთარ კახიძეს: ჩვენ 600 ათასზე მეტი ადამიანისთვის დაგვჭირდა ვალების განულება, რადგან აქამდე მიგვიყვანა თქვენ მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. ჩვენ 600 ათასზე მეტი ადამიანისთვის დაგვჭირდა უმნიშვნელოვანესი პროგრამის გაკეთება – ვალების განულება, რადგან აქამდე მიგვიყვანა თქვენ მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ და ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით დეპუტატ ოთარ კახიძის მიერ დასმულ შეკითხვას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა განაგრძობს მუშაობას, რათა პროცენტები კიდევ უფრო შემცირდეს, სესხები გაიცემოდეს ლარში, რათა საზოგადოება დაზღვეული იყოს სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული რისკებისგან და სესხები იყოს ხელმისაწვდომი.

ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, იმის მიუხედავად, როგორი ინტერპრეტაციაც არ უნდა მისცეთ თქვენ ამას. ძალიან ბევრი ეკონომიკური გამოწვევა გვაქვს და დღეს მქონდა მოლოდინი, რომ ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრებდი, იქნებოდა მწვავე, მაგრამ შინაარსობრივი კითხვები. ამის მაგივრად კიდევ დაბრუნდითთიბისისსაქმეზე, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ოპონენტებს.