აქტუალური
შალვა თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შორის მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე არიან.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად კანდიდატების სია, რომელიც პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაქვეყნა.

ამ სიაში არიან შალვა თადუმაძე და მამუკა ვასაძე.

შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის პოსტს 2018 წლის 16 ივლისიდან იკავებს. მანამდე კი 3 თვის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 2012-2018 წლებში მას მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ეკავა.

მამუკა ვასაძეს 2015 წლის 30 ნოემბრიდან საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეა.