უცხოეთი
ელტონ ჯონი - მე ვარ ევროპელი და არა იმპერიალისტი ინგლისელი იდიოტი

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი ელტონ ჯონი აცხადებს, რომ რცხვენია დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილების გამო.

როგორც ვეროპაში გამართული კონცერტის დროს მომღერალმა აღნიშნა, ის არის ევროპელი და არა „იმპერიალისტი ინგლისელი იდიოტი“.

„მრცხვენია ჩემი ქვეყნის, ამის გაკეთების გამო. მან დააცალკევა ადამიანები. დავიღალე პოლიტიკოსებით, განსაკუთრებით ბრიტანელი პოლიტიკოსებით. მე დავიღალე ბრექსიტით. ევროპელი ვარ. მე არ ვარ სულელი, კოლონიალისტი, იმპერიალისტი ინგლისელი იდიოტი“, – განაცხადა ელტონ ჯონმა.

ელტონ ჯონი ბრექსიტის აქტიური მოწინააღმდეგეა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის აკრიტიკებს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებას.

1tv.ge