საზოგადოება
ბათუმში 6 მაღალჩინოსანი დააკავეს, მათ შორის - ვიცე-მერი და ექსმერი

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. ბათუმის ორ სახელმწიფო უწყებაში ორი სპეცოპერაცია ჩატარდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ტელევიზიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ჩატარდა ბათუმის მერიაში და დაკავებულია ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე და ექსმერი გიორგი ერმაკოვი. ამასთან, მერიიდან პოლიციამ კიდევ ოთხი თანამშრომელი წაიყვანა.

ასევე დააკავებულია აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, წარსულში კი ბათუმის ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე. მანველიძე სამინისტროში თანამშრომლების თვალწინ დააკავეს.

ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია უცნობია.