უცხოეთი
საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იერუსალიმი უპრეცედენტო ისრაელ-აშშ-რუსეთის უსაფრთხოების სამიტს უმასპინძლებს. მოლაპარაკებები ისრაელში მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება.
სამიტში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯონ ბოლტონი, ისრაელის ხელისუფლების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, მეირ ბენ-შაბათი და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი მიიღებენ მონაწილეობას.
სამიტის დღის წესრიგზე დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ისრაელის მედია წერს, რომ განხილვის მთავარი თემა სირიის ომი, სირიაში ირანის ფაქტორი და სირიიდან აშშ-ის ჯარების გასვლა იქნება.
1tv.ge