პოლიტიკა
„ქართულ ოცნებას" განახლების მეორე ტალღა ელოდება

 საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. მმართველ პარტიაში ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მალე დაიწყება განახლების მეორე ტალღა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეარხ „მაესტროს" ეთერში.

„ქართული ოცნების" განახლების საკითხი უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია უჭერდა მხარს, 2018 წლის ოქტომბრის არჩევნების პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა და ყველა დიდ ქალაქში წააგო. გამარჯვება მან მხოლოდ მეორე ტურში შეძლო, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაში პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო.

უფრო მეტიც, 2019 წლის დასაწყისში „ქართული ოცნება" რვა დეპუტატმა დატოვა, რის გამოც პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

გასული არჩევნების დროს პირობა დავდეთ, რომ გუნდი არსებითად განახლდება და შედეგსაც ნამდვილად მივაღწიეთ, რომელიც საზოგადოებამ დაინახა. ახლა განახლების მეორე ტალღა გვჭირდება, რაც ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ამომრჩევლებისთვის, როდესაც ისინი არჩევანსქართული ოცნების" სასარგებლოდ გააკეთებენ", - განაცხადა კობახიძემ.

მმართველ პარტიას მარტში დაუბრუნდა ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის პოლიტიკური მდივანი გახდა. როგორც მაშინ „ქართული ოცნების" ლიდერებმა განმარტეს, ექსპრემიერის (2013-2015 წლებში) დაბრუნება პარტიის განახლებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებას უკავშირდება.

პარტიას ჰყავს თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტიკური საბჭო და . . - სწორედ ამ იერარქიის შესაბამისად წავა პროცესი და, რა თქმა უნდა, ამ პროცესს პარტიაში წარმოდგენილი მთავარი პირები უხელმძღვანელებენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პარტიას ექსპერტების მხარდაჭერა სჭირდება. მისი აზრით, ასეთ დროს საექსპერტო მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკური თანამდებობის პირები და პოლიტიკური ორგანო - პოლიტიკური საბჭო. მაგრამ ექსპერტების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ასეთი მხარდაჭერა წინა საპარლამენტო არჩევნების წინ გვქონდა და ამან გაამართლა. გამოვიყენებთ ამგვარ მხარდაჭერას ამ პროცესებისთვისაც, - განაცხადა კობახიძემ.

2020 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებზე დაბალი ბარიერი იქნება - 3% (ნაცვლად 5%-ისა), რაც ბევრ პარტიას მისცემს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შანსს.