საზოგადოება
საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. “უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ფონდი” (ე.წ. მორმონთა ეკლესია) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს გრანტის სახით 218 705 ლარს გადასცემს.
როგორც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, ამ თანხით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: დიდი ირაგში, ალექსეევკაში, ორბეთსა და ასურეთში წყალგაყვანილობა მოწესრიგდება.