საზოგადოება
სააკაშვილს დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტისთვის ცხრა წელი ჰქონდა! - ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილს დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტისთვის ცხრა წელი ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს შეკითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს, რომ მზად არის, დავით გარეჯის საკითხზე მოლაპარაკებებში ჩაერთოს და საკითხი გადაწყვიტოს.

სააკაშვილს ამისთვის ცხრა წელი ჰქონდა, თუმცა ეს საკითხი როგორ მოაგვარა, ყველა კარგად ხედავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.