სამართალი
ჩიჩხიტურის კოშკთან მცირე ინციდენტი მოხდა

 საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ჩიჩხიტურის კოშკთან მცირე დაპირისპირება მოხდა. აქცია-მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ სადავო ტერიტორიაზე გადასვლის და სურათის გადაღების სურვილი გამოთქვა, რისი საშუალებაც ქართველმა მესაზღვრეებმა არ მისცეს და ამას აქციის მონაწილეების ნაწილის უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. ამასთან, აქციის მონაწილეთა ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიც დგანან.

ინციდენტი სასულიერო პირების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.