უცხოეთი
ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა

 საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მიხეილ სააკაშილმა სოციალურ ქსელში პრეზიდენტის განკარგულება გამოაქვეყნა და პრეზიდენტ ზელენსკის მადლობა გადაუხადა.

"მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის! დიდება უკრაინას!" - ასე ეხმაურება სააკაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მოქალაქეობის დაბრუნებას.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, ოდესის გუბერნატორის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამდე ერთი დღით ადრე მიანიჭა.

სააკაშვილი გუბერნატორის თანამდებობიდან 2016 წლის ნოემბერში, პოროშენკოსთან ურთიერთობების გაუარესების გამო გადადგა, ოპოზიციაში გადავიდა და 2017 წლის დასაწყისში საკუთარი პოლიტიკური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ დააფუძნა.

უმაღლესი რადას წევრმა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ 2017 წლის 27 ივლის განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საქართველოს მიერ რამდენიმე დანაშაულისათვის იძებნება, მოქალაქეობა „მოქალაქეობის შესახებ“ უკრაინის კანონის მე-19 და 21-ე მუხლების საფუძველზე შეუწყდა.

ghn.ge