საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეს დღე საერთო-სახალხო დღესასწაულად გადაიქცა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, წლევანდელი წელი შეიძლება განსაკუთრებული იყოს იმით, რომ ხელისუფლებამ ძირითად პრიორიტეტად განათლება გამოაცხადა და უახლოეს წლებში სწორედ განათლებაზე იქნება მიმართული ხელისუფლების ძალისხმევა.
„ჩვენი ხელისუფლების ძირითად პრორიტეტად განათლება გამოცხადდა. მოგეხსენებათ, განათლებას და ცოდნას მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.