სამართალი
მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება

 საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება, – ამის შესახებ ცესკო-ს სხდომაზე განაცხადეს.

არჩევნების მეორე ტური მთაწმინდის ოლქში იქნება. ამომრჩეველმა არჩევანი უნდა გააკეთოს ქართული ოცნების კანდიდატ ლადო კახაძესა და ბლოკი ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის.

ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, სხდომაზე ცესკო-მ ასევე დაამტკიცა მეორე ტურისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი.

დღეს ცესკო- საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები შეაჯამა ნომერ პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში და დანიშნა მეორე ტური, რომელიც 9 ივნისს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის 2 კანდიდატი და ესენი არიანშალვა შავგულიძე და ვლადიმერ კახაძე.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ცესკო- დაამტკიცა მეორე ტურისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, სადაც დეტალურად არის გაწერილი საარჩევნო საქმიანობები და ვადები. საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის ცესკო- ოფიციალურ ვებგვერდზე.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურისთვის დაამტკიცა ბიულეტენის ტექსტი და მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების წესი.

მნიშვნელოვანია, რომ მეორე ტურის ჩატარებისთვის განსაზღვრულია 402 600 ლარი და აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს თანხა ცესკო- სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მოუთხოვია. პირველ ტურში არსებული თანხების ეკონომიიდან გამომდინარე შესაძლებელი გახდა, რომ ეს თანხები მეორე ტურისთვის იყოს გადანაწილებული.

რაც შეეხება დამატებით საკითხებს, დღევანდელ სხდომაზე ასევე ცესკო- ცნობად მიიღო ინფორმაცია ექვს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეული საკრებულოების წევრების შესახებ”, - განაცხადა ანა მიქელაძემ.