სამართალი
გიორგი გახარია საზღვრების დელიმიტაციაზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკებების შედეგი მისაღები იყოს როგორც კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ეკლესიისთვის

 საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკებების შედეგი მისაღები იყოს როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში ჟურნალისტებს დავით გარეჯთან დაკავშირებით განუცხადა.

ვგეგმავთ იმ ღონისძიებების გატარებას, რომელიც აუცილებელია და რასაც ჰქვია სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა, კომისიის დონეზე მუშაობა საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ჩვენ მონდომებული, მოწოდებული ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კიდევ ერთხელ, ამ კომისიისა და მოლაპარაკებების შედეგი მისაღები და მისასალმებელი იყოს როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.