აქტუალური
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც ქართველების ეთნიკურ წმენდაში მიიღო მონაწილეობა - იუსტიციის მინისტრის მოადგილე

 საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამოიკვეთოს და დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც ქართველების წინააღმდეგ ეთნიკურ წმენდაში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.

„2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგაში გამოძიებას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი აწარმოებს. ჩვენ სისხლის სამართლის სასამართლოსთან ვთანამშრომლობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამოიკვეთოს და დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც ქართველების წინააღმდეგ ეთნიკურ წმენდაში მიიღო მონაწილეობა, აწამა და მოკლა ქართველი სამხედრო ტყვეები და სამოქალაქო მოსახლეობა“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.