საზოგადოება
ზოგიერთ ძალას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაფუჭება სურს - ზიაფეტ ასკეროვი

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. ზოგიერთ ძალას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაფუჭება სურს, – როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ონა“ წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილემ, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარემ ზიაფეტ ასკეროვმა განაცხადა.

ზოგიერთ ძალას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაფუჭება სურს. საქართველოში ზოგიერთი გამოუცდელი პოლიტიკოსი ამ საკითხს აზვიადებს“, – განაცხადა ასკეროვმა.

მისივე თქმით, გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ზოგიერთი ხელმძღვანელი აზერბაიჯანელების წინააღმდეგ დისკრიმინაციის პოლიტიკას ატარებდა.

არ არის საჭირო აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ქეშიქჩიდაღის (დავით გარეჯის) გარშემო საკითხის გაზვიადება. ეს საკითხი მოგვარდება“, – აღნიშნა ასკეროვმა.