უცხოეთი
სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

როგორც სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, არმენ სარქსიანმა მისალოცი წერილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა.

„საუკუნეების განმავლობაში, სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები ვითარდებოდა ძმური კავშირებისა და ჩვენი ერების ისტორიული და კულტურული მსგავსების საფუძველზე. დიდი სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ დღეს სახელმწიფოებს შორის არსებული ურთიერთობები სწორედ ამის გამოხატულებაა“, – ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში.

სომხეთის პრეზიდენტი ასევე დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს.

1tv.ge