პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: კედლის ფსიქოლოგია, როგორც საქართველოს პოლიტიკური ჩიხი

     აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების სამთავრობო კურსის მხარდამჭერთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა. რატომ შეიცვალა კარდინალურად ვითარება იმ სამი თვის განმავლობაში, რომელიც NDI- წინა გამოკითხვის შემდეგ გავიდა? - ამის შესახებ მსჯელობს ქართველი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.

     „ეს ციფრებიც კი მეტისმეტად გაბერილია - ევროატლანტიკურ საქართველოზე მეოცნებე ფანტაზიორები ხომ თითქმის აღარ დარჩა. უფრო მეტიც: დღეს საზოგადოებრივ ადგილებში - ტრანსპორტში, ბაზარში ან კაფეში - იმაზე ლაპარაკს თუ წამოიწყებთ, რომ სასურველია, საქართველო ნატოში გაწევრიანდეს, რისკს ეწევით, უსიამოვნება შეგხვდეთ ადგილობრივებისაგან, ვინც უკიდურესი გაჭირვების და უმუშევრობის, ფასების და ინფლაციის კატასტროფული ზრდის ფონზე ამგვარი პოპულიზმით განრისხებულია! ერთადერთი ნაკადული კი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს კვებავს, ჩრდილოეთიდან მოედინება - ფულადი გზავნილები, მილიონობით რუსი ტურისტი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტი რუსეთში. მაგრამ ბიუჯეტიდან ეს ფული თავდაცვის სამინისტროს მიაქვს, რომელიც ქართული არმიის გადაიარაღებას ეწევა ამერიკული იარაღით ნატოს სტანდარტების შესაბამისად, ამიტომაც NDI-ს ბოლო გამოკვლევის შედეგები გასაკვირი არ არის... მით უმეტეს, როცა ყველამ, აშშ-ის პრეზიდენტიდან ნატოს ხელმძღვანელობამდე, საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე უარი უთხრა - „იქნებ მომავალში, მაგრამ ახლა არა!“, განა ქართველი ხალხი ყრუ ან საპყარია, რომ ეს ვერ გაიგონოს - ვერ მიხვდეს?!

მაგრამ საქართველოში NDI-ს ოფისის ხელმძღვანელი ქალბატონი ლორა ტორნტონი აცხადებს, რომ ეს სხვა მიზეზით ხდება - ვითომდა, ქართველები „ცრუ რწმენას განიცდიან“, რომ ევროკავშირი საფრთხეს წარმოადგენს ქართული ეროვნული ღირებულებებისათვის. მაგრამ განა ასე არ არის?! განა ევროპული და ქართული ღირებულებები იდენტური და თავსებადია? განა საქართველოში ამ შეუთავსებლობის ნიადაგზე გამუდმებით არ აღმოცენდება კოლიზიები? ევროპასა და თბილისში, სადაც რამდენიმე კვირის წინ პირველად გაბედეს, არ გაეთვალისწინებინათ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, განსხვავებულად უყურებენ ლგბტ-ს უფლებებს, ოჯახის ინსტიტუტს და ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, სასამართლო რეფორმას, უმრავლესობის კონსტიტუციური უფლებების სამართლებრივ დაცვას და მრავალ სხვას. პარლამენტის ყოფილ სპიკერს და მის მეუღლეს - თავდაცვის ექს-მინისტრს კი, რომლებმაც კათოლიკოს-პატრიარქის საწინააღმდეგოდ და უმცირესობების სასარგებლოდ ანტიდისკრიმინაციული კანონი გაათრიეს, ეს პოლიტიკური კარიერის ფასად დაუჯდათ და ახლა „ევროპულ დემოკრატებს“ ემსახურებიან!

რაც შეეხება ეროვნულ უმცირესობებს: პროვოკაციაა, როცა ლორა ტორნტონი ხაზგასმით ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეების ინტელექტს, რომლებსაც ვითომდა არ ესმით, რა სიკეთეები მოაქვთ ნატოს და ევროკავშირს! აქაოდა, გამოკითხვის შედეგების მიხედვით საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა ყველაზე დიდი პროცენტი სომხებით და აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში იმ მიზეზით არის, რომ „ინფორმირებული არ არიან და კომუნიკაცია არ გააჩნიათ“... ქართველების ამგვარი სეგრეგაცია არაქართველებისაგან, ქალაქელებისა „მნელი პროვინციალებისაგან“ - ძალზე სახიფათოა, ნატოსაკენ მიმავალ გზაზე საქართველომ, შესაძლოა, თავისი ტერიტორიები და მოსახლეობა დაკარგოს! ნუთუ აფხაზების და ოსების შემდეგ სომხების და აზერბაიჯანელების რიგი მოვიდა?!

„დამაბრკოლებელ“ ფაქტორებს შორის ტორნტონი ასევე ასახელებს „ტერიტორიულ კონფლიქტებს“, „შიშს რუსეთის წინაშე“ და „დემოკრატიის ნაკლებობას“. მიმაჩნია, რომ ეს დემოკრატიის ნაკლებობაზე კი არა, ქართველი ხალხის გამოღვიძებულ სიბრძნეზე მეტყველებს! განა საქართველოს გაწევრიანება ნატოში და ევროკავშირში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე საბოლოოდ უარის თქმა არ იქნება?! განა ნატოს ბაზების გამოჩენა საქართველოში არ გამოიწვევს რუსეთის ადეკვატურ რეაქციას, რომლის სამხედრო ბაზები იქვე, ორ ნაბიჯზეა დისლოცირებული - ეკლიანი მავთულების მიღმა, რომლებმაც სააკაშვილის წყალობით საქართველო სამ ნაწილად გახლიჩეს?! და განა საქართველოს ახალი პრეზიდენტი, რომელმაც მთელი ცხოვრება საფრანგეთში გაატარა, ასევე განიცდის „კომუნიკაციის, დემოკრატიის და ინფორმირებულობის დეფიციტს“, როცა აცხადებს, რომ მიზანშეწონილი არ არის საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ბაზის განთავსება და ნატოს წვრთნების ჩატარება, რაც, შესაძლოა, პოტენციური სამიზნე გახდეს ტერორისტებისთვის და გამაღიზიანებელი ფაქტორი რუსეთის ფედერაციისათვის?!

პირიქით, ყველა ეს კომპლექსი ახასიათებს რუსოფიბიურ უმცირესობას - სააკაშვილის მომხრეებს, ეგრეთ წოდებულ „პრადვინუტი ევროქართველებს“, რომლებიც „რუსეთის ბლოკადის“ და „რუს ოკუპანტებთან“ ომისაკენ მოუწოდებენ, იმიტომ, რომ ამ სექტას კედლის ფსიქოლოგია აქვს! ისინი გააფთრებით ეწევიან პროპაგანდას, რომ აუცილებელია ნატოში გაწევრიანება იმისთვის, რომ რუსეთს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ხელიდან გამოვგლიჯოთ. არ ჩამოვთვლი მათ სახელებს - საქართველოში ისინი ისედაც ცნობილია, მხოლოდ აღვნიშნავ, რომ არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოში, არც ერთი სისტემის დროს მათ სახელმწიფო სამსახურში არ მიიღებდნენ უკიდურესი არაკომპეტენტურობის, გონებრივი არასრულფასოვნების, არამდგრადი ფსიქიკის, საეჭვო, სკანდალური ფაქტებით მდიდარი ბიოგრაფიის გამო, რაც დაბალ ზნეობაზე მოწმობს. საქართველოში წესიერი ადამიანები მათ ხელს არ ართმევენ! ისინი იმდენად კომპრომეტირებული არიან, რომ ქუჩაში გამოსვლაც მათთვის უხიფათო აღარ არის...

მოჩვენებითი, უხამსობამდე ვულგარული „გახსნილობით“ და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის აფიშირებით ისინი დაბალი ინტელექტის დამალვას ცდილობენ, ამიტომ ეშინიათ ყოველივე კრეატიულის და მხოლოდ თავის მსგავსებთან აქვთ ურთიერთობა! აი, რატომ ურჩევნიათ მათ სააკაშვილის და დასავლეთის სპეცსამსახურების ნასუფრალით იცხოვრონ, ვიდრე რუსეთთან მოლაპარაკება სცადონ სამშობლოს საკეთილდღეოდ! სწორედ ეს არის კედლის ფსიქოლოგია - 21-ე საუკუნეში, როცა ბერლინის კედელი უკვე დიდი ხანია დანგრეულია, ირგვლივ კედლების ამოშენების მანია, საკუთარი თავის ბლოკადისათვის გაწირვა! სწორედ კედლის ფსიქოლოგია უშლის მათ ხელს, რომ ნაბიჯი გადადგან თანამემამულეებისაკენ, დაბრუნდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში და იამაყონ ქართული ტრადიციებით!

მაგრამ საქართველოში კედლის ფსიქოლოგიით მხოლოდ მარგინალური ოპოზიცია კი არა, ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელიც გახლავთ შეპყრობილი. სამწუხაროდ, ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობა - თამადები არიან, რომლებიც ლამაზ სადღეგრძელოებს წარმოთქვამენ, ხოლო სადაც ოდნავ ტვინის განძრევაა საჭირო, კედლის ფსიქოლოგია ამუშავდება ხოლმე! აი, რატომ აფასებს NDI-ს მიერ გამოკითხულთა უმეტესობა უარყოფითად საქართველოს მთავრობის საქმიანობას, ხოლო საქართველოს მთავრობა უნდობლობას უცხადებს NDI-ს გამოკითხვის შედეგებს! ეს ორმაგი სტანდარტების ნათელი მაგალითია: ჩვენ მხოლოდ მაშინ ვაცხადებთ ეტალონად დასავლურ დემოკრატიას, როცა გვაქებენ, ხოლო როცა გვაკრიტიკებენ - ეს ტყუილია!

სიმართლე კი ის გახლავთ, რომ მთავრობის უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსი, რომელიც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ არის მიმართული, მიუღებელია ქართველი ხალხისათვის, რომელმაც სწორედ ამიტომ შეაფასა საქართველოს მთავრობის საქმიანობა უარყოფითად და მიაჩნია, რომ საქართველო მცდარი მიმართულებით ვითარდება! მაგრამ ადამიანებს კედლის ფსიქოლოგიით რეალობის ადეკვატურად აღქმა არ ძალუძთ...

P.S.
თუკი მე დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით ვცდები, NDI-ს გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ის პატიოსნად შეასრულებს ხალხის დაკვეთას - საყოველთაო სახალხო რეფერენდუმს ჩაატარებს ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის საკითხზე, შემდეგ კი შედეგებს ბრიუსელში, ვაშინგტონში და სტრასბურგში გადააგზავნის - ინებეთ, ძვირფასო დასავლეთელო მეგობრებო, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ „რუსული პროპაგანდით გაბრუებულ“ ქართველ ხალხს თქვენ არ უნდიხართ!

P.P.S.
გასული კვირის ბოლოს კედლის ფსიქოლოგიით დაავადებულებმა საქართველოს მთავრობას მოსთხოვეს, შეკვეცოს ვაჭრობა და სატრანსპორტო მიმოსვლა რუსეთთან, შეზღუდოს რუსი ტურისტების რაოდენობა და აკრძალოს რუსული ინვესტიციები, „როგორც საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის მეთოდები“ (?!). მათი გაუკუღმართებული ლოგიკით, რუსეთს სურს, საქართველო მთლიანად მასზე დამოკიდებული გახდეს, მერე კი ყველაფერს გადაუკეტავს და ამით დააჩოქებს...
მსგავსი რამ უკვე მოხდა პრეზიდენტ გამსახურდიას დროს, როდესაც კედლის ფსიქოლოგიით დაავადებულებმა რელსებს მიადუღეს რუსეთიდან შემოსული ხორბლით დატვირთული ვაგონები და ამით ბლოკადა გამოუცხადეს... რუსეთს!


საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 27 მაისი
საქართველო, თბილისი