საზოგადოება
ეკა ბესელია საკუთარ პარტიას ივნისში დააფუძნებს

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. ეკა ბესელია თანამოაზრეებთან ერთად ახალ პარტიას ივნისში დააფუძნებს. პარტიის დამფუძნებლებს შორის ასევე იქნებიან დეპუტატები გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე.

პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ივნისის ბოლოს იგეგმება, სადაც ახალი სახეების წარდგენაც მოხდება.

როგორც ეკა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ დროისთვის აქტიური მუშაობა და კონსულტაციები მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით.

ცნობისთვის: ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ზვიად კვაჭანტირაძემ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა "ქართული ოცნება" და საპარლამენტო უმრავლესობა თებერვალში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე განსხვავებული პოზიციების გამო დატოვეს. აპრილში კი ეკა ბესელიამ თანამოაზრეებთან ერთად ახალი პარტიის შექმნა დააანონსა.