საზოგადოება
„დადგა ახალი ეპოქა..."- რას ითხოვს სააკაშვილი ზელენსკისგან?

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ ვლადიმ ზელენსკის მიმართა თხოვნით, დაუბრუნოს უკრაინის მოქალაქეობა, აცხადებს ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი.

განვაგრძობთ ახალ სტადიასა და აქტიურ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების მიზნით. დადგა ახალი ეპოქა - ახალი პრეზიდენტი... ვიყავი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და როგორც მისმა ადვოკატმა, პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის სახელზე შევიტანე სააკაშვილის მიმართვა სამართლიანობის აღდგენისა და მისთვის მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით“, - წერს ჩერნოლუცკი Facebook-ზე.

ადვოკატმა საკუთარ პოსტს თან დაურთო სააკაშვილის მიმართვის ფოტოასლი.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში 2015 წელს გამოჩდა, როდესაც პეტრო პოროშენკომ ის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. იმ დროისთვის მას უკვე ჰქონდა მინიჭებული უკრაინის მოქალქეობა. თუმცა უკვე 2016 წლის ნოემბერში პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ გუბერნატორმა არათუ შეასრულა დაპირება რეგიონის განვითარების შესახებ, არამედ მნიშვნელოვნად გააუარესა ოლქის ეკონომიკური მაჩვენებლები. ხოლო 2017 წლის ივლისში პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობაც ჩამოართვა.