სამართალი
ყვარელში შევქმნით სკოლას, თითოეულ აპლიკანტს სიცრუის დეტექტორზე შევამოწმებთ – სააკაშვილი

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ ყვარელში ახალგაზრდული სკოლის შექმნას გეგმავს, რომლის მონაწილეებთან ერთად ოლიგარქთან ბრძოლის სტრატეგიას ჩამოაყალიბებს. სააკაშვილის თქმით, თითოეულ აპლიკანტს სიცრუის დეტექტორზე შეამოწმებენ, რის შედეგადაც სკოლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) აგენტების მოხვედრა გამორიცხული იქნება.

ყვარელში ვაანონსებთ ახალგაზრდული სკოლის შექმნას, ზაფხულში. ეს იქნება სკოლა, სადაც ავიყვანთ 500 ახალგაზრდას და ვესაუბრებით ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მეთოდებზე, საინფორმაციო მეთოდეზე, სოციალური ქსელების სწორ გამოყენებაზე, რეფორმირებაზე, ანტისაოკუპაციო პოლიტიკაზე; იმაზე, თუ როგორ ამოვათრიოთ საქართველო ჭაობიდან ივანიშვილის მოშორების შემდეგ და რა თქმა უნდა, ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე და ამას ერთად ჩამოვაყალიბებთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ეს ახალგაზრდები საქართველოს მომავალი ხელისუფლების ბირთვი იქნებიან. მიხეილ სააკაშვილმა მიმართა ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, სკოლაში სუს-ის აგენტების ჩანერგვა არ სცადოს.

ბორია, თავს ნუ შეიწუხებ იქ სუს-ის აგენტების ჩანერგვით, სიცრუის დეტექტორზე შევამოწმებთ თითოეულ აპლიკანტს და ვერავინ გაგვიძვრება.

ეს ვისწავლე უკრაინაში, სხვაგან და ჩვენ მოვამზადებთ ბირთვს, რომლებიც სხვა მებრძოლებთან ერთად, შეძლებენ სიტუაციის შემობრუნებას. აქ მოვიწვევთ უცხოელებს ლექციების წასაკითხად, გვექნება ერთმანეთის გაცნობის პროგრამა, კარგად გავუმასპინძლდებით ვენახებში. ეს იქნება სკოლა, რომელიც შეადგენს ბირთვს ძალიან მკვეთრი, ოლიგარქის მოშორების ეტაპისთვის. ახლა გაჩერების დრო არ არის, ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ. 2013 წელს ცხვარიჭამიაში გვქონდა ასეთივე სკოლა, მაშინდელინაციონალური მოძრაობისაქტივისტებისთვის, ამჯერად ეს არ იქნება პარტიული სკოლა“, – აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.