პოლიტიკა
საქართველოს შს მინისტრი გიორგი გახარია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როსარია პუგლისის შეხვდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხში.

გიორგი გახარიამ როსარია პუგლისის ახლად შექმნილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კონცეფციისა და მიზნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.