საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ გუშინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის დადებით შეფასებაში თბილისის მერი კახი კალაძე ლიდერობს. მის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 33%, ძალიან კარგად 10%, ცუდად - 16%, ხოლო ძალიან ცუდად - 7%.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 19% კარგად აფასებს, ძალიან კარგად - 1%, ცუდად - 21%, ძალიან ცუდად - 9%.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის საქმიანობას კარგად აფასებს 17%, ძალიან კარგად - 3%, ცუდად - 17%, ძალიან ცუდად - 5%.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, კვლევის მიხედვით, მის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 14%, ძალიან კარგად - 2%.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარადგინეს.
კვლევა 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,3%.