საზოგადოება
ხიდირბეგიშვილი: NDI-ს კვლევა საქართველოში დასავლეთისთვის ხელსაყრელი ვითარების მოდელირებას ახდენს (Sputnik)

 საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. „აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევები დიდი ხანია, მოსახლეობის ნდობას არ იწვევს, ვინაიდან დასავლეთისთვის ხელსაყრელი ვითარების მოდელირებას ახდენს“, - განაცხადა Sputnik-თან ინტერვიუში პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა.

     „NDI-ს და სხვა მსგავსი დასავლური ინსტიტუტების კვლევებს უკვე დიდი ხანია, სერიოზულად არავინ აღიქვამს - არც ხელისუფლება, არც ოპოზიცია, არც ხალხი, იმიტომ რომ გვახსოვს მათი პროგნოზები, შეცდომები. 2012 წელსაც ისინი გამარჯვებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უწინასწარმეტყველებდნენ. ეს არის სასურველი ვითარების მოდელირების აპარატი, როგორის ხილვაც დასავლეთს და მის გარკვეულ წრეებს სურთ“, - ხაზი გაუსვა ხიდირბეგიშვილმა Sputnik Грузия-სთან ინტერვიუში (აუდიოჩანაწერი მოისმინეთ აქ).

     „თუ რეალური ციფრები გინდათ, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას უჭერს მხარს“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

კვლევა საქართველოში 28 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა, ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის თითქმის სამი ათასი რესპონდენტის შემთხვევით შერჩევის პრინციპით, იმ ტერიტორიების მცხოვრებთა გამოკლებით, რომლებსაც ქვეყნის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს: აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის. გამოკითხვის ცდომილება +/-2,3%-ს შეადგენს.