პუბლიკაციები
ხიდირბეგიშვილი: საქართველოს მოსახლეობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია (Sputnik)

   პოლიტოლოგმა არნო ხიდირბეგიშვილმა საქართველოში NDI-ს გამოკვლევის შედეგებს სასურველი რეალობის მოდელირება უწოდა

საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. „საქართველოს მოსახლეობას რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება სურს, და არა ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება“, - განაცხადა Sputnik-თან ინტერვიუში პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა.

     ასეთი კომენტარი გაუკეთა პოლიტოლოგმა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის მორიგ გამოკვლევას. ამ გამოკვლევამ აჩვენა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების სამთავრობო კურსის მომხრეთა რაოდენობა 83%-დან 77%-მდე შემცირდა, ხოლო მოწინააღმდეგეთა რიცხვი 4%-ით გაიზარდა და 13% შეადგინა. „რა ევროკავშირში შესვლაზე შეიძლება ლაპარაკი?! საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი კავშირიდან მისი მოქმედი წევრების გარიცხვას სთავაზობს. ევროკავშირი სადაცაა დაირღვევა!“, - თქვა ხიდირბეგიშვილმა Sputnik Грузия-სთან ინტერვიუში.

     გამოკვლევის თანახმად, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 78%-დან 24%-მდე შემცირდა, ხოლო მოწინააღმდეგეთა რაოდენობა 13%-დან 15%-მდე გაიზარდა. „და ესეც კი - აშკარად შეთითხნილი ციფრებია. არც მე, არც ჩემი რომელიმე ნაცნობი ამ კვლევის არეალში არასოდეს მოვხვედრილვართ! გამოიკითხება გარკვეული კონტინგენტი, მონაცემებს არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული წრეები აწვდიან... ეს არის დასავლეთისათვის სასურველი ვითარების მოდელირების აპარატი... სინამდვილეში საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას უჭერს მხარს“, - აღნიშნა ხიდირბეგიშვილმა.

     საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა ყველაზე დიდი რაოდენობა ეთნიკურ უმცირესობებს შორის გვხვდება: აზერბაიჯანელები - 14%, სომხები - 17%. ნატოში საქართველოს გაწევრიანების მოწინააღმდეგე, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, სომხების 49% და აზერბაიჯანელების 19%-ია. გამოკვლევის თანახმად, ნატოს წინააღმდეგ ხმის მიმცემთა უმრავლესობამ (51%) თავისი პოზიცია რუსეთთან კონფლიქტის შესაძლო წარმოშობის შიშით დაასაბუთა. ასეთივე შედეგების შიში აქვს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა 39%-ს.

კვლევა საქართველოში 28 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა, ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის თითქმის სამი ათასი რესპონდენტის შემთხვევით შერჩევის პრინციპით, იმ ტერიტორიების მცხოვრებთა გამოკლებით, რომლებსაც ქვეყნის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს: აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის. გამოკითხვის ცდომილება +/-2,3%-ს შეადგენს.