პოლიტიკა
ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არც სააკაშვილს, არც სანდრა რულოვსს ერთპიროვნული, პარტიასთან შეუთანხმებელი განცხადებების გაკეთების უფლება არ აქვთ!

 საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალური მოძრაობა დაშლილია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა თბილისის მერს შეკითხვა დაუსვეს იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდში დაპირისპირებაა.

გამიჭირდება, დაპირისპირებაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. შეიძლება ითქვას, რომნაციონალური მოძრაობადაშლილია. ერთადერთი, რაზეც დგას დღესნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ტელეკომპანიარუსთავი 2“ და ნიკა გვარამია“, – განაცხადა კახი კალაძემ.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ბევრი ოპოზიციონერი ამბობს, დავიწყებთ რევოლუციასო და არ იწყება რევოლუცია. მელიას თქმით, სააკაშვილი იქნება თუ სხვა ვინმე, არავის აქვს უფლება, გააკეთოს ერთპიროვნული განცხადება.