პოლიტიკა
საქინფორმის პროგნოზი კვლავ გამართლდა - ყველა არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა

 საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. 17 მაისს საქინფორმის რედაქციამ, 19 მაისის არჩევნების შესაძლო შედეგების შესახებ მკითხველთა მრავალრიცხოვანი შეკითხვების პასუხად, შემდეგი პროგნოზი გამოაქვეყნა: „ეჭვგარეშეა, რომ ყველა არჩევნებში რაიონების უმრავლესობაში, თუ ყველაში არა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ. მისი ერთადერთი მეტოქე ხომ სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც თავისი სრული დისკრედიტაციის გამო საქართველოს პოლიტიკურ ველს თანდათან ტოვებს“.

საქინფორმის პროგნოზი მთლიანად დადასტურდა: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა. როგორც მან განაცხადა, ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი დასასრულისკენ მიდის.

„სანამ უშუალოდ შედეგებს გაგაცნობთ, მინდა, პირველ რიგში იმ 173 361 ამომრჩეველს გადავუხადო მადლობა, რომელთაც, ჩვენი წინასწარი მონაცემების მიხედვით, მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა და შეასრულეს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო საარჩევნო ადმინისტრაციის თავდაუზოგავი მუშაობა და მადლობა გადავუხადო საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის, რომელთაც შექმნეს ყველა პირობა ამომრჩევლების უფლების რეალიზებისთვის.

ასევე, მადლობას ვუხდი იმ ჩართულ მხარეებს, რომლებიც პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს და ხელი შეუწყვეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და შეუფერხებლად წარმართვას.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, მიუხედავად ცალკეული შემთხვევებისა კენჭისყრის შენობის გარეთ.

ამასთან, ნებისმიერ ფაქტსა თუ საკითხს საარჩევნო ადმინისტრაცია განიხილავს კანონით დადგენილ ვადებში და ცხადია, ექნება შესაბამისი რეაგირება.

ახლა კი გაგაცნობთ 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს საარჩევნო ოლქების მიხედვით:

თბილისი, №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი:

მონაცემები 31 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 27 უბნის მიხედვით

№13 შალვა შავგულიძე 36,72%
№35
გერმანე საბო 4,78%
№41
ვლადიმერ კახაძე 41,28%
№42
ლევან იოსელიანი 6,43%
№43
კობა დავითაშვილი 2,87%
№44
სოფიო ხორგუანი 2,58%
№45
გრიგოლ გეგელია 3,11%

დანარჩენ ყველა კანდიდატს აქვს ერთ პროცენტზე ქვევით ხმები და შესაძლებელია ამ პროცენტების გაცნობა ცესკოს სპეციალურ ვებგვერდზე.

წინასწარი შედეგებით იკვეთება მეორე ტურის ალბათობა.

წარმოგიდგენთ მერის რიგგარეშე არჩევნების წინასწარ შედეგებს საარჩევნო ოლქების მიხედვით:

№22 მარნეულის საარჩევნო ოლქი:
მონაცემები 90 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 81 უბნის მიხედვით
№2
აკმამედ იმამკულიევი 7,73%
№5
აგილ მუსტაფაევი 11,06%
№41
ზაურ დარგალი 78,8%


№51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქი:
მონაცემები 53 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 52 საარჩევნო უბნის მიხედვით
№5
ბაქარ ხიჯაკაძე 34,29%
№8
ანზორ ნებიერიძე 2,66%
№9
გიორგი წულაია 5,83%
№41
გიორგი გოგლიჩიძე 50,57%
№42
ვახტანგ რობაქიძე 5,17%

№56
ჭიათურის საარჩევნო ოლქი:
მონაცემები 58 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 57 უბნის მიხედვით
№41
გივი მოდებაძე 64,37%
№42
ზურაბ კუპატაძე 18,1%
№43
დავით ჭუმბურიძე 14,36%

№67
ზუგდიდის საარჩევნო ოლქი:
მონაცემები 107 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 74 საარჩევნო უბნის მიხედვით
№5
სანდრა ელისაბედ რულოვსი 42,75%
№41
გიორგი შენგელია 54,45%

№84
ხულოს საარჩევნო ოლქი:
მონაცემები 54 უბნიდან დათვლილია 54-ივე უბნის მიხედვით
№1
ვახტანგ ბერიძე 3,63%
№5
ირაკლი ჯორბენაძე 23,74%
№41
ვახტანგ ბერიძე 70,91%
№42
როლანდ აბულაძე 1,3%

უკვე ხელმისაწვდომია საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებიც.

მინდა აღვნიშნო, რომ შემაჯამებელი ოქმები დაუყოვნებლივ იტვირთება ცესკოს სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებშიც ნებისმიერს შეუძლია დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით, რომელიც ხელმისაწვდომია ცესკოს „facebook“ გვერდზე, “youtube”-სა და ოფიციალურ ვებგვერდზე. ტრანსლირება 360-გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ხორციელდება.

საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს უკვე ლაივ რეჟიმში შეუძლიათ არჩევნების წინასწარი შედეგების გაცნობა და მუდმივ რეჟიმში მიეწოდებათ განახლებული მონაცემები“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.