თებერვალში ინფლაცია 2,8%-ით გაიზარდა
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში 2011 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაცია 2,8%-ით გაიზარდა. ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების მატებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 6,0%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 2,7% შეადგინა.
ფასების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე – 18,1%, შაქარსა და საკონდიტრო ნაწარმზე – 9,1%, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 8,7%, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 7,1%. ტრანსპორტზე ფასების მატების მაჩვენებელმა 2,0%-ს მიაღწია. მათ შორის, ფასების მკვეთრი ზრდა აღინიშნა საწვავზე – 5,2%.
2011 წლის თებერვალში, 2010 წლის თებერვალთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 13,7% შეადგინა.