სამართალი
„რუსთავი 2“ 1000-ლარიან ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის - ნიკა გვარამია

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 1000-ლარიან ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ამის შესახებ განცხადება „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გააკეთა. გვარამიას თქმით, ყველა ადამიანს, ვის მოსყიდვასაც შეეცდებიან, ვისაც პასპორტს წაართმევენ ან სხვაგვარად შესთავაზებენ არჩევნების გაყალბებას, „რუსთავი 2“ ამის გაცხადებისთვის 1000-ლარიან ჯილდოს სთავაზობს.

ყველა ადამიანი, რომელიც ეთერში ინფორმაციას რაიმენაირი ფორმით დადასტურებულს მოიტანს, რომ მასზე არჩევნების გაყალბების მიზნით ზეწოლა ხორციელდება, რომ არჩევნები ყალბდება მისი მეშვეობით ნებისმიერი ფორმით, ის ადამიანი ჯილდოდრუსთავი 2“-სგან 1000 ლარს მიიღებს. ეს არის ოფიციალური განცხადება. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, აბსოლუტურად საღ გონებაზე მყოფი. „რუსთავი 2“ 1000-ლარიან ჯილდოს აწესებს თითოეულ ადამიანზე, რომელიც ინფორმაციას მოიტანს იმის შესახებ, თუ როგორ ყალბდება არჩევნები ნებისმიერ უბანზე, ეს იქნება ზუგდიდში, მთაწმინდაზე, ზესტაფონში, ხულოში, გურიაში, მარნეულში, თუ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

ჩვენი დამოკიდებულება ასეთია, საარჩევნო ადმინისტრაციასა დაქართული ოცნებისხელისუფლებას ვამხელთ არჩევნების გაყალბებაში და ამისთვის გვჭირდება მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებების მოპოვებისთვის 1000-ლარიან ჯილდოს ვაცხადებთ. ქართული სახელმწიფოს წარმატებისთვის იმუშავეთ და მოიპოვეთ თავისუფლება ჩვენთან ერთად“, – განაცხადა გვარამიამ.