აქტუალური
მარგველაშვილმა და ალასანიამ, რომლებიც ივანიშვილმა პრეზიდენტად და თავდაცვის მინისტრად დანიშნა, მის წინააღმდეგ მისცეს ხმა...

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. მთაწმინდელი ამომრჩეველი არჩევს ტყუილსა და მართალს, არჩევს ჯალათსა და სიმართლისთვის მებრძოლს, ამ ჭეშმარიტებას გადაიტანს საარჩევნო ბიულეტენზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდაზე, ნომერ ექვს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ჭაობი დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი, სიმართლისთვის მებრძოლიავაზაკი. მთაწმინდელებს მინდა მოვუწოდო, ვინც არჩევს თეთრსა და შავს, ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და თქვენი არჩევანი დააფიქსირეთ. მთაწმინდელი ამომრჩეველი არჩევს ტყუილსა და მართალს, არჩევს ჯალათსა და სიმართლისთვის მებრძოლს, ამ ჭეშმარიტებას გადაიტანს საარჩევნო ბიულეტენზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მე-5 საარჩევნო უბანზე გააკეთა და ჟურნალისტებთან ისაუბრა.

შალვა შავგულიძე არის ის ადამიანი, ღირსეული კაცი, რომელმაც ყოველთვის იცოდა და ეცოდინება, როგორ უნა დაუდგეს მეგობრებს მხარში. ყოველთვის იყო იქ, სადაც სჭირდებოდა მეგობრებს, იღებდა ღირსეულ გადაწყვეტილებებს და მეც სპეციალურად ჩამოვედი თბილისში, რომ დავუდგე შალვას გვერდში. მას სჭირდება დღეს მხარდაჭერა“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მან უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, აპირებს თუ არა დაბრუნდეს აქტიურ პოლიტიკაში. ალასანიამ ასევე არ შეაფასა, რა შანსები აქვს ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვებისთვის.

მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნების დროს 33 საარჩევნო უბანი მუშაობდა. პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი უნდა მოიპოვოს. არჩეულ დეპუტატს უფლებამოსილების განხორციელებისთვის დაახლოებით 16 თვე ექნება.

პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.