საზოგადოება
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის: აშშ დოლარი - 2,7425 ლარი, ევრო - 3,0711 ლარი, გირვანქა სტერლინგი - 3,5406 ლარი

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 მაისს ერთი აშშ დოლარი 2,7425 ლარი ეღირება, ევრო – 3,0711 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3,5406 ლარი.

15 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2,7422 ლარი ღირდა, ევრო – 3,0795, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3,5525 ლარი.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები დღეიდან შევა ძალაში.