უცხოეთი
ბაშარ ასადმა სირიელ სომხებს სირიაში დაბრუნებისკენ მოუწოდა

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ბაშარ ასადმა სირიელ სომხებს სამშობლოში, სირიაში დაბრუნებისკენ მოუწოდა. ეს განცხადება სირიის პრეზიდენტმა დამასკოში გააკეთა, სადაც კილიკიის კათოლიკოს არამ პირველს შეხვდა.

როგორც კათოლიკოსის პრესსამსახური იუწყება, შეხვედრის დროს სირიელ სომხებთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა. ასადმა განაცხადა, რომ სირიელ სომხებს მუდამ შეჰქონდათ მნიშვნელოვანი წვლილი სირიის განვითარებაში.

სტატისტიკური ინფორმაციით, სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებამდე 250 ათასი სომეხი ცხოვრობდა. მათგან 130 ათასმა ომის პერიოდში სამშობლო დატოვა. 22 ათასმა თავშესაფარი სომხეთში იპოვა.

1tv.ge