აქტუალური
„ინფლაციური პროცესების შეჩერება მხოლოდ კურსის გამყარებით არ მიიღწევა, ამისთვის მთავარი წინაპირობა ფულის მასის შემცირება და ანტიმონოპოლიური ღონისძიებების გატარებაა. გარდა ამისა, ფასების ზრდაზე გავლენას ახდენს მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარებაც. აქედან გამომდინარე, რთულია იმის პროგნოზი, რამდენადაა შესაძლებელი ფასების დაჭერა და ამ მხრივ გარკვეული სტაბილურობის შენარჩუნება“, – განუცხადა საქინფორმს მონაცემთა ანალიზისა და განვითარების ცენტრის კონსულტანტმა ნოდარ კაპანაძემ.