უცხოეთი
იოჰანეს ჰანი - ამაყი ვარ, რომ საქართველოში პირველი ევროპული სკოლა გაიხსნა

 საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. მე ვარ ამაყი, რომ საქართველოში პირველი ევროპული სკოლა გაიხსნა, – ამის შესახებ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა ბრიუსელში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

„ამაყი ვარ, რომ თბილისში, საქართველოს მთარობასთან ერთად, გავხსენით პირველი ევროპული სკოლა, სადაც სხვადასხვა ენაზე მიმდინარეობს სწავლება. ჩვენ მოვახერხეთ ამ სკოლაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ექვსივე ქვეყნის მოქალაქე ახალგაზრების შეკრება, რომლებიც აღიშნულ სკოლაში სწავლობენ. ეს საპილოტე პროექტია და უკვე მიმდინაროებს საუბარი სხვა ქვეყნებშიც სკოლების გახსნაზე, მათ შორის უკრაინაშიც“, – განაცხდა იოჰანეს ჰანმა.

ევროკომისარმა ასევე ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ სახელმწიფოებსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე.

მისი თქმით, 2009 წლიდან ევროკავშირსა და ექვს პარტნიორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 74 პროცენტით გაიზარდა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოები დღეს ევროკავშირის მეათე სავაჭრო პარტნიორები არიან, რაც მისი თქმით, ათი წლის წინ წარმოუდგენელი იყო.

ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენცია მიმდინარეობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კონფერენციაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავლისადმი მიძღვნილ პანელში მიიღებს მონაწილეობას და დისკუსიის ფორმატში ჩაერთვება.

1tv.ge