უცხოეთი
დონალდ ტუსკი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაწყებიდან 10 წლის შემდეგ ევროკავშირში არის მეტი საქართველო

 საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაწყებიდან 10 წლის შემდეგ ევროკავშირში არის მეტი საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი, – ამის შესახებ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გააკეთა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაწყებიდან 10 წლის შემდეგ ევროკავშირში არის მეტი საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი და ამ ქვეყნებში მეტი ევროკავშირია. ჩვენ, უბრალოდ მეზობლები არ ვართ, ჩვენ ერთი ევროპული ოჯახის წევრები ვართ“, – წერს დონალდ ტუსკი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია, რომელზეც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორების სამომავლო ურთიერთობაზე უნდა იმსჯელონ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა გახსნა. ღონისძიებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე წევრი სახელმწიფოს ლიდერები მონაწილეობენ. მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც ერთ-ერთ სადისკუსიო პანელში მიიღებს მონაწილეობას.

1tv.ge