საზოგადოება
საქართველოში ყავა კვლავ ძვირდება

coffeeრამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ყავა კვლავ ძვირდება. ყავის უმსხვილესი იმპორტიორი „უნი თრეიდინგი“ მომავალი კვირიდან პროდუქციის 10-15%-ით გაძვირებას გეგმავს. კომპანიამ ყავა 15%-ით უკვე გააძვირა. „უნი თრეიდინგის“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ ამის მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე ყავის ფასის მატებაა.

მისი ინფორმაციით, მწვანე ყავის მსოფლიო ფასმა მსოფლიო ბაზრებზე 30-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.

„უნი თრეიდინგში“ აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე ფასის ზრდას მომხმარებლის კლება არ მოჰყოლია, თუმცა მომხმარებელმა შედარებით დაბალფასიან პროდუქციაზე გააკეთა არჩევანი.