უცხოეთი
მაიკ პომპეო პუტინს და ლავროვს მოსკოვის ნაცვლად სოჭში შეხვდება

 საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 13 მაისს მოსკოვში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პომპეო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს 14 მაისს სოჭში შეხვდება, თუმცა მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქმიანი შეხვედრა ბრიუსელში უნდა გამართოს.

მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნის სტატუსით რუსეთს პირველად ეწვევა. გავრცელებული ცნობით, მაღალი რანგის შეხვედრაზე ავღანეთის, ვენესუელის და სირიის საკითხებს განიხილავენ.

imedinews.ge