საზოგადოება
პრემიერ ბახტაძეს წარმოდგენაც არ აქვს რუსულ სარკინიგზო მარშრუტზე ყარსი-ახალქალაქი-ბაქო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის?!

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. საქართველოს გარეშე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე შემოერთება გამორიცხულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამ საკითხზე შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, სამმხრივი ხელშეკრულებით მხოლოდ აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თანხმობის შემთხვევაში შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს.

როდესაც ასეთი თეორიული კითხვები ისმება, რომ ვიღაცას საქართველოს გარეშე შეუძლია, მიუერთდეს ამ პროექტს, ფიზიკურად როგორ წარმოგიდგენიათ. არსებობს სამმხრივი ხელშეკრულებააზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო, რომელიც განსაზღვრავს, სამივე ქვეყნის თანხმობის შემთხვევაში შეიძლება, მსგავს რამ მოხდეს. ფიზიკურად როგორ წარმოუდგენიათ ამ კითხვის ავტორებს, რომ საქართველოს გარეშე მოხდეს ამ პროექტის ცვლილება ან იმდაგვარი განვითარება, რომელიც შეიძლება, არ შეესაბამებოდეს ჩვენს ინტერესებს. ეს არის გამორიცხული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ორი სტანდარტის რკინიგზის შეერთება საქართველოს ტერიტორიაზე მოხდება.

პოლიტიკურადაც, საერთაშორისო სამართლის მიხედვითაც და ფიზიკურადაც ამ პროექტში რაც არის მნიშვნელოვანი და, ბუნებრვია, ჩვენ ამას ყოველთვის მხარს დავუჭერთ, ეს არის ის, რომ სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდეს ორი სტანდარტის რკინიგზის შეერთება, ამ შემთხვევაში, ახალქალაქში და სწორედ ახალქალაქში იყოს გადატვირთვის პუნქტი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო სრულფასოვანი სერვისი შევთავაზოთ ყველას, ვისაც ექნება ინტერესი, ამ დერეფანში მოიზიდოს მეტი ტვირთი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, პროექტი არის სწორედ ამ საინჟინრო გადაწყვეტილებით მომზადებული და ასევე დასრულდება.

ვისაც აქვს კითხვები, მექნებოდა ძალიან მარტივი პასუხი. შეგვიძლია, ვნახოთ თვითონ პროექტი. ჯერ კიდევ მიმდინარეობს მშენებლობა, გარკვეული ნაწილი არის დარჩენილი და ყველა ჩვენი თვალით ვნახავთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, რას ააშენებს თავის ტერიტორიაზე. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე საუბრისას კი საქართველოს პოზიცია არის მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება ამა თუ იმ ქვეყნის გადაწყვეტილებას, ეს არის მათი სუვერენული უფლება, თავის ტერიტორიაზე რას და როგორ ააშენებენ, მაგრამ მე ვიცი ერთი რამროდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე ვსაუბრობთ, აქ საქართველოს პოზიცია არის მნიშვნელოვანი ისევე, როგორც ორი მონაწილე ქვეყნისა. საქართველოს თანხმობის გარეშე ამ პროექტში არანაირი ცვლილებები არ მოხდება. ასეთი რამ არც იგეგმება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ ანკარაში რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელების სამმხრივი მემორანდუმის გაფორმების შესახებ ქართულმა მხარემ კოლეგებისგან შეიტყო და ამაზე კომუნიკაცია შედგა.

ჩვენ ეს გავიგეთ ჩვენი კოლეგებისგან, როდესაც მოხდა ინფორმირება შესაბამისი უწყებების და ამაზე გვქონდა კომუნიკაცია და რეაქცია ჩვენს კოლეგებთან“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ანკარაში რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა სამმხრივი მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიზანი ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლის უზრუნველყოფაა. რუსეთის რკინიგზამ ხელმოწერილ მემორანდუმთან დაკავშირებით ოფიციალური პრესრელიზი გაავრცელა, რომლის სათაურია რუსული სარკინიგზო ლიანდაგი, შესაძლოა, თურქეთამდე გაგრძელდეს“.