პუბლიკაციები
რას მისცემს ბაქოს სარკინიგზო გადაბმა მოსკოვთან და ანკარასთან - Sputnik აზერბაიჯანი

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. აზერბაიჯანული მხარე პერსპექტივაში შემოსავალს მიიღებს სარკინიგზო გადაზიდვების განვითარების სფეროში რუსეთთან და თურქეთთან თანამშრომლობიდან, უთხრა Sputnik აზერბაიჯანს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერმა თანამშრომელმა ალექსანდრე კარავაევმა, აზერბაიჯანს, რუსეთსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაფართოებაზე მსჯელობისას.

აზერბაიჯანის, რუსეთისა და თურქეთის რკინიგზის კომპანიების ხელმძღვანელებმა 6 მაისს ხელი მოაწერეს სამმხრივ მემორანდუმს სარკინიგზო გადაზიდვების განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ამ სამ ქვეყანას შორის სარკინიგზო გადაზიდვების განვითარების ტენდენცია ადრეც აღინიშნა. რუსეთის რკინიგზა“ მანამდეც ავლენდა ინტერესს ამ სფეროს მიმართ, აღნიშნა კარავაევმა.

ჯერ კიდევ 2016 წელს აზერბაიჯანის რკინიგზამ“ დარუსაგროტრანსმა“ შექმნეს ერთობლივი საწარმო -აზრუსტრანსი“. ამ საწარმოს ძირითადი მიზანი იყო რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ირანის მიმართულებით ტვირთნაკადის გაზრდა და უფრო ინტენსიური მოძრაობის შექმნა, შეახსენა ექსპერტმა.

მაგრამ ეს ერთობლივი საწარმო არ შემოიფარგლება რომელიმე ერთი მიმართულებით, ის მოწოდებულია, ორგანიზაცია გაუკეთოს ტვირთების ნაკადებს და შექმნას სამუშაო პირობები რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო გადაზიდვების მთელი სპექტრისათვის“, - აღნიშნა Sputnik აზერბაიჯანის თანამოსაუბრემ და დასძინა, რომ ამ საწარმოს საქმიანობის გამოცდილებით მოინიშნა ინტერესი საქართველოს და თურქეთის მიმართულებით.

საქართველოს მიმართულებით „რუსეთის რკინიგზას“ ძალზე დიდი პერსპექტივა უჩანს ფოთის გავლით ქვანახშირის ექსპორტის საქმეში. ამგვარად, სამმხრივი პროექტები გაზრდის ქვანახშირის გადაზიდვებს 2030 წლამდე პერიოდში, შექმნის შემდგომ სატრანზიტო ინფრასტრუქტურას თურქეთის პორტებში და ევროპამდე - მიაჩნია კარავაევს.

მაგრამ მთლიანობაში ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართ ინტერესი რამდენიმე ფრაგმენტისაგან შედგება და ქვანახშირი მხოლოდ ერთ-ერთია მათ შორის. მეორე მიმართულება - თურქეთისაკენ - მიბმულია რუსული მარცვლეულის მიწოდებასთან. ამ მიწოდებების ორგანიზებაში აგრეთვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს „აზრუსტრანსი“, - ხაზგასმით აღნიშნა ექსპერტმა.

რაც შეეხება ახალქალაქი (საქართველო)-ყარსის მონაკვეთზე მეორე სარკინიგზო ხაზის მშენებლობას, აქ, Sputnik აზერბაიჯანის თანამოსაუბრის აზრით, ყველაფერი აშკარაა არა მხოლოდ რუსეთის ინტერესების თვალსაზრისით. მისი თქმით, თურქეთში სარკინიგზო კომუნიკაციების ფრაგმენტები საკმაოდ დიდ და ხანგრძლივ მოდერნიზაციას მოითხოვს. ბაქო-თბილისი ყარსი თითქოს დაუმთავრებელი გამოდის.

დავუშვათ, ტვირთი ყარსში ჩავიდა, შემდეგ კი თურქეთის ტერიტორიის გავლით ევროპამდე საჭიროა ტერმინალები და მაღალსიჩქარიანი მოძრაობის გაგრძელება. სარკინიგზო კომუნიკაციები თურქეთში გაცილებით უარესად არის განვითარებული, ვიდრე რუსეთში“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ გზას ყარსიდან თურქეთამდე, როგორც ჩანს, აზერბაიჯანი ააშენებს, ხოლო ტვირთებს ამ გზით „აზრუსტრანსი“ გადაზიდავს.

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, პერსპექტივაში აზერბაიჯანის მხარე ყოველივე ამისგან საკუთარ შემოსავალს მიიღებს. თუმცა, დივიდენდები ისეთი შთამბეჭდავი არ იქნება, რადგან ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით საკმაოდ დაბალი ტარიფებია დადგენილი. ეს საგანგებოდ გაკეთდა ნაკადის მოსაზიდავად, რომელიც ჯერჯერობით არ არის, განმარტა კარავაევმა.

ასეთი ეკონომიკური პოლიტიკა დაბალი ტარიფებით სწორედ ტვირთების მოსაზიდავად არის საჭირო. ხოლო რაკი ტვირთები, ძირითადად, ნედლეულისაგან შედგება, ისინი სწორედ რუსეთიდან წამოვა, დაასკვნა ექსპერტმა.

საქინფორმი