პოლიტიკა
საქართველოს ხელმძღვანელებისგან განსხვავებით, ტრამპმა უარი თქვა, რუსეთისთვის მტერი ეწოდებინა!

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. 9 მაისს, გამარჯვების დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ სურს, რუსეთს მტერი უწოდოს. გერმანიის პოლიტიკაზე მსჯელობისას დონალდ ტრამპმა ბერლინი გააკრიტიკა სურვილის არქონის გამო, სამხედრო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზარდოს, ნატოს წევრი ქვეყნის ვალდებულებების თანახმად. მისი თქმით, ამა ვე დრის გფრ ყოველთვიურად მილიარდობით დოლარს უხდის რუსეთს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობისთვის. „როგორც ივარაუდება, ჩვენ გერმანია რუსეთისგან უნდა დავიცვათ. გამოდის, რომ გერმანია ფულს ეგრეთ წოდებულ მტერს აძლევს?!“, - ხაზი გაუსვა ტრამპმა და დასძინა, რომ არ სურს, მოსკოვს მტერი უწოდოს.

პირიქით, როგორც ТАСС იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ურთიერთობის მოგვარება უნდა როგორც მოსკოვთან, ისე პეკინთან. „მხოლოდ სულელებს არ სურთ არავისთან კარგი ურთიერთობა!“, - დაასკვნა ტრამპმა.