საზოგადოება
საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. ვაკის პარკში გუშინ დილიდან კონცერტი მიმდინარეობდა, რომელიც გამარჯვების დღეს ეძღვნებოდა. ქართველი მომღერლების სიმღერის ფონზე ომის ვეტერანმა იცეკვა. ასაკოვანი ქალი, ხელში ყვავილებით, მუსიკის რიტმს აჰყვა და ახლოს მდგომ ბავშვებს მოეფერა. გარშემო მდგომები ვეტერანს ვიდეოს უღებდნენ და აპლოდისმენტებით ამხნევებდნენ.
საქართველოს დედაქალაქში 9 მაისის აღნიშვნა ვაკის პარკში დიდი სამამულო ომის ვეტერანთა შეკრებით დაიწყო. ტრადიციისამებრ, ქვეყნის პირველმა პირებმა მიულოცეს ვეტერანებს და გვირგვინები მიიტანეს უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან.
საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ამ დროისათვის ქვეყანაში მეორე მსოფლიოს ომის 492 მონაწილე ცხოვრობს, მათგან 99 ქალია.