საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. რაც მთავრობაში ვარ, იმის შემდეგ მესმის მსგავსი ჭორები და სერიოზულ კომენტარს ასეთ საკითხებზე ვერ გავაკეთებ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, შეცვლის თუ არა მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მთავრობაში არის ერთიანი გუნდი, რომელსაც აქვს სამთავრობო გეგმა და ამას სჭირდება შესრულება.
„არაერთხელ განვაცხადე, თუ რითი ვხელმძღვანელობთ ჩვენ, როდესაც იცვლება მთავრობის ესა თუ ის წევრი. ჩვენ ვართ ერთ პოლიტიკური გუნდი, გვაქვს წარდგენილი ერთიანი სამთავრობო გეგმა და ამას სჭირდება შესრულება, სჭირდება კონკრეტული შედეგების მიტანა ჩვენს მოქალაქეებამდე. ამოცანები არის რთული, ეს მოითხოვს ძალიან მაღალი ხარიხის მენეჯმენტს, გუნდურ სულისკვეთებას და ჩვენ ეს გვაქვს. თუ მსგავსი სამთავრობო ცვლილებების ნაწილი დაიგეგმება, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამას შეიტყობთ“, – განაცხადა პრემიერმა.